მთავარი - წიგნები - სულიწმიდა: გაცნობა

სულიწმიდა: გაცნობა
მასწავლებელი: ჯონ ბევირი

მოციქულები სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ იესოს გვერდით. მასთან ერთად დადიოდნენ და იAსმენდნენ ყოველივეს, რაც უფალს სურდა, რომ ეთქვა მათთვის. მაგრამ, ამის მიუხედავად ჯვარცმამდე მცირე ხნით ადრე იესომ განაცხადა, რომ მათგან უნდა წასულიყო, რათა სულიწმიდა წარმოეგზავნა, ვინაიდან მათთვის ასე უკეთესი იქნებოდა. თუ ეს უკეთესი იყო მისი მოწაფეებისთვის, რომლებიც თითოეულ დღეს იესოსთან ერთად ატარებდნენ, დღეს ჩვენ რამდენად მეტად გვესაჭიროება, რომ საშუალება მივცეთ სულიწმიდას აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ცხოვრებაში?

ამ წიგნში ჯონ ბევირი სულიწმიდას გაგაცნობთ. თქვენ მისი პიროვნების და ძალის შესახებ შეიტყობთ. ისწავლით, როგორ გაიცნოთ უკეთ და როგორ დაუახლოვდეთ მას. მნიშვნელობა არა აქვს ღმერთთან ურთიერთობის რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა, ეს წიგნი დაგეხმარებათ მიუახლოვდეთ მარადიულ ღმერთს, რომელსაც გულმხურვალედ უყვარხართ.

ჩამოტვირთვა (~4.6MB)

გაგვიზიარეთ