მთავარი - წიგნები - ადამანტი

ადამანტი
მასწავლებელი: ლიზა ბევირი

ადამანტი უძველესი განსაზღვრებით ცნობილი იყო როგორც ბრილიანტის თვალი და საოცარი სიმყარის მითიური ქვა. შედარებით თანამედროვე ტერმინოლოგიაში ეს სიტყვა მდგრადობისა და მტკიცე გადაწყვეტილების აღმნიშვნელია. თუ ოდესმე ყოფილა დრო, რომ სიყვარულისა და ჭეშმარიტების მიმართ ადამანტივით მტკიცე ვყოფილიყავით, ეს ახლაა. ღმერთი სიყვარულია. ღმერთი ჭეშმარიტებაა. სიყვარულიც და ჭეშმარიტებაც უსასრულოა და ჩვენს ამჟამინდელ ტენდენციებსა და მოსაზრებებს აღემატება. ზოგჯერ ყველაზე დიდი სიყვარულის გამოხატულება ჭეშმარიტების ლაპარაკია, თუმცა ჭეშმარიტების ლაპარაკი მასში ცხოვრებით უნდა იწყებოდეს.

ლიზა ბევირი, რომელიც ბესთსელერების ავტორი გახლავთ, წმ. წერილისა და თხრობის მეშვეობით შეგიძღვებათ ღვთის მთაზე მოგზაურობაში. ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები არა მარტო მკვიდრობენ ღვთის ურყევ ჭეშმარიტებასა და სიყვარულში, არამედ თავად ხდებიან ადამანტები – ურყევი, შემართებული და მტკიცე ადამიანები. ლიზა დარწმუნებით და გულმხურვალედ გადმოგიშლით ადამანტის კონცეფციას. ამისთვის იგი წმ. წერილის მთლიან ისტორიას თქვენი ცხოვრების ღვთიურ მიზანს დაუკავშირებს. დაინახავთ, რომ ღვთის გეგმა მაშინ გაცხადდება, როცა მასში ვმკვიდრობთ. სწორედ აქ ვყალიბდებით. თუ დავრჩებით ქრისტეში, რომელიც ჩვენი ქვაკუთხედია, ადამანტის მსგავად გარდავიქმნებით.

ჩამოტვირთვა (~1.35 MB)

გაგვიზიარეთ