მთავარი - აუდიო - ქორწინების ამბავი აუდიო სემინარი

 
ქორწინების ამბავი აუდიო სემინარი
მასწავლებელი: ჯონ ბევირი

იყო და არა იყო რა … ქორწინება მარადიული გახლდათ. ის იყო აღთქმა, რომელიც ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებდა. ამგვარი გადაწვნა ორივეს უფრო ძლიერს, კეთილშობილს და ენერგიით სავსეს ხდიდა, რათა სრულად წარმოეჩინათ მათში ღვთისგან თავიდანვე ჩადებული პიროვნულობა. ისინი ერთად უკეთესები იყვნენ, ვიდრე ცალ-ცალკე თითოეული. საქორწინო ცერემონია მხოლოდ დასაწყისი გახლდათ _ კარიბჭე, რომლის გავლითაც უნდა ეშენებინათ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება. მათი ნებისმიერი არჩევანი და გადაწყვეტილება მიმართული იყო ორი ადამიანის ერთობით წარმოდგენილი სიცოცხლის ასაგებად. ქმარმა და ცოლმა დიდ უცნობ სამყაროში შეაბიჯეს გადაჯაჭვული გულებით, ხელებით და ხმებით, რომ თავიანთი შემოქმედის სიყვარული გამოეხატათ.

როდის დავკარგეთ კავშირი ამ საფუძვლიან სიყვარულის ამბავთან? „ქორწინების ამბავში“ ჯონ და ლიზა ბევირები გიწვევენ ღვთის თავდაპირველი გეგმის ხელახლა აღმოსაჩენად. დაქორწინებული ხართ, მარტოხელა თუ დანიშნული, თქვენი ამბავი ღვთის ამბის ნაწილია.

სხვა წევრები იმავე ოჯახში:
ქორწინების ამბავი
ქორწინების ამბავი ვიდეო სემინარი
ქორწინების ამბავი აუდიო წიგნი

გაგვიზიარეთ