მთავარი - აუდიო - სადა ხარ, ღმერთო?! აუდიო წიგნი

 
სადა ხარ, ღმერთო?! აუდიო წიგნი
მასწავლებელი: ჯონ ბევირი

იპოვე ძალა და მიზანი შენს უდაბნოში!

თავს დაკარგულად გრძნობ რთულ პერიოდში? და სვავ კითხვას „სადა ხარ, ღმერთო?!“

შეიძლება ადრე მოგისმენია ღმერთის ლაპარაკი, მაგრამ ახლა თითქოს იგი დუმს. შეიძლება წინ მიიწევდი რწმენაში, მაგრამ ახლა მის თანდასწრებას ვეღარსად პოულობ. კეთილი იყოს შენი მობრძანება უდაბნოში – ადგილას, რომელიც ღმერთისგან აღთქმის მიღებასა და მისი აღსრულების დანახვას შორისაა.

მაგრამ კარგი სიახლე მაქვს შენთვის – ეს უმიზნო, უნაყოფო მიწა არაა. ღმერთი იყენებს უდაბნოს შენს მოსამზადებლად და აღსაჭურვად შენი ბედისთვის – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად გაიკვლევ მასში გზას. იმის საპირისპიროდ რასაც ბევრი შეიძლება ფიქრობდეს, ამ პერიოდში გავლა არ ნიშნავს უბრალოდ ელოდო ღმერთს. შენც უნდა ითამაშო რაღაც როლი მასში გზის გასაკვლევად. თანაც ძალიან დიდი როლი. და თუ არ გინდა წრეზე სიარულში გაფლანგო დრო, უნდა ისწავლო ეს რა არის.

ამ თვალისამხელ წიგნში, ბესთსელერის ავტორი ჯონ ბევირი აღგჭურვავს იმ უმნიშვნელოვანესი ბიბლიური გაგებითა და ღრმა ისტორიებით, რომლებიც დაგეხმარება შენს რთულსა და მშრალ პერიოდში გზის გასაკვლევად და იმაში შესაბიჯებლად, რაც ღმერთს აქვს შენთვის.

ჩამოტვირთვა ყველა თავები: ~264.26 MB

სხვა რესურსები ამ სასწავლო გეგმა
სადა ხარ, ღმერთო?!
სადა ხარ, ღმერთო?! ვიდეო სემინარი
სადა ხარ, ღმერთო?! აუდიო სემინარი

გაგვიზიარეთ