მთავარი - აუდიო - მარადისობით ამოძრავებულნი აუდიო წიგნი

 
მარადისობით ამოძრავებულნი აუდიო წიგნი
მასწავლებელი: ჯონ ბევირი

დედამიწაზე ცხოვრება ნისლივით წარმავალია და მაინც, ბევრი ჩვენგანი ისე ცხოვრობს, თითქოს სიკვდილის მიღმა არაფერი არსებობდეს. ჩვენი ცხოვრების გზა განსაზღვრავს, თუ სად გავატარებთ მარადისობას. წმ. წერილი გვეუბნება, რომ მორწმუნეთა საზღაური სხვადასხვაგვარი იქნება _ სამსჯავროზე ადამიანის ყოველგვარი მიღწევის განადგურების ხილვით დაწყებული იესოსთან ერთად მეფობით დასრულებული.

ჯონ ბევირი 2 კორინთელთა 5:9-11-ის პრინციპების გამოყენებით გვახსენებს, რომ ყველა მორწმუნე წარსდგება ქრისტეს სამსჯავროს წინაშე იმ საზღაურის მისაღებად, რომელიც დედამიწაზე ცხოვრებისას დაიმსახურა. ჩვენგან მრავალი დარჩება ელდანაცემი იმის გაგებით, რომ ამ ქვეყნად გატარებული დროის მეტი ნაწილი ისეთ საგნებს ეთმობოდა, რაც მარადიული ჯილდოს თვალსაზრისით არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენდა.

როგორ ვიცხოვროთ საუკუნო მნიშვნელობის ცხოვრებით? წიგნში, მარადისობით ამოძრავებულნი, ისწავლით, თუ როგორ აღმოაჩინოთ თქვენი მოწოდება და როგორ გაამრავლოთ ღვთისგან მონდობილი. მარადიული თვალთახედვის შეძენა ძალას შეგმატებთ, რომ იშრომოთ იმისთვის, რაც საუკუნოდ დარჩება.

ჩამოტვირთვა ყველა თავები: ~335.65 MB

სხვა რესურსები ამ სასწავლო გეგმა
მარადისობით ამოძრავებულნი
მარადისობით ამოძრავებულნი ვიდეო სემინარი
მარადისობით ამოძრავებულნი აუდიო სემინარი

გაგვიზიარეთ