მიმდინარე ენა: ka ქართული

ენები
Selected Language:

მთავარი - შესახებ

Cloud Library-ის შესახებ

Messenger International-ს მიძღვნილი, გლობალური ხედვა აქვს, რომ ეს რესურსები მწყემსებისა და ლიდერებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, მათი ადგილმდებარეობისა თუ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. Cloud Library ამ მიზნით შეიქმნა. იგი ასრულებს საერთაშორისო გავრცელების ბადის ფუნქციას, რაც საშუალებას აძლევს გადათარგმნილი რესურსების უფასოდ გაშვებასა და გადმოწერას.

ჩვენი მიზანია, ეს რესურსები ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ძირითად ენაზე, ამრიგად ვადგენთ პოტენციალს რომ მივწვდეთ დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 98%-ს. Cloud Library ამ მიზნის მისაღწევი გზაა. გაინტერესებთ, რატომ? რადგანაც ვირტუალურ რესურსს ფიზიკურ რესურსზე გაცილებით სწრაფად შეუძლია გამრავლება და მოგზაურობა. იმედი გვაქვს სიამოვნება მოგანიჭათ Cloud-ზე მიღებულმა გამოცდილებამ.

შემქმნელებისგან

იესომ დაგვავალა არა მხოლოდ სახარების ქადაგება, არამედ დამოწაფებაც. ეს უწყებები დაგეხმარება ქრისტეს მოწაფე გახდე. ჩვენ ვაბანდებთ შენს სწავლებაში რადგან გვჯერა შენი და შენი შესაძლებლობის, რომ ღმერთის მადლით გარდაქმნი შენი გავლენის არეალს. ღმერთმა დიდებულება ჩადო შენში და მას სურს, რომ პირადად გიცნობდეს. ეს რესურსები დაგეხმარება ღმერთთან პირადი, ახლო ურთიერთობის აღმოჩენაში. ქრისტესთან ურთიერთობაში ზრდასთან ერთად, მისი სიტყვის ძალით გარდაიქმნები.

ღმერთმა შეგქმნა მიზნისთვის, რომელიც უნიკალურია შენი ნიჭებისა და გავლენისათვის. გამხნევებთ, რომ ეძიო ყველაფრის სიუხვე რაც ღმერთს შენთვის აქვს. ვლოცულობთ რომ ამ რესურსებმა აღგჭურვოს შენი აღმოჩენების მოგზაურობისას.

გაკურთხებთ!

ჯონ და ლიზა ბევირები

მხარი დაუჭირე ხედვას

ანთებულია თქვენი გული ცხოვრების გარდამქმნელი რესურსების სანახავად, რომლებიც მთელ მსოფლიოში იგზავნება? თუ დაინტერესებული ხართ მხარი დაუჭიროთ Cloud Library-ის მისიას, გთხოვთ მოგვწერეთ მეილზე getinvolved@cloudlibrary.org. წინასწარ მადლობას გიხდით თქვენი ლოცვისა და მხარდაჭერისთვის!