მიმდინარე ენა: ka ქართული

ენები

პედაგოგები

ჯონ ბევირი, ცნობილი თავისი გაბედულებით და ღმერთის საქმისადმი მოშურნეობით, არის ისეთი ბესტსელერების ავტორი, როგორიცაა „ექსტრაორდინალური“, „სატანის სატყუარა“, „უფლის შიში“, „საფარქვეშ“, „მარადისობით ამოქმედებულნი“. მისი წიგნები 100-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და მისი ყოველკვირეული სატელევიზიო პროგრამა “The Messenger”, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადაიცემა. ჯონი, პოპულარული მქადაგებელია კონფერენციებზე და ეკლესიებში. მისი მსახურება ცხოვრების გარდამქმნელ რესურსებს სთავაზობს მათ, ვისაც სურს გაიგოს და ცხოვრებაში გამოიყენოს ღვთიური პრინციპები. ჯონი და მისი მეუღლე, ლიზა (ასევე ბსეტსელერების ავტორი და ცნობილი ორატორი), კოლორადო სპრინგსში ცხოვრობს ოთხ ვაჟთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად.

შესაძლებელია გადმოტვირთვა ელ-ფოსტა ჯონ ბევირი

ძლიერი. მხიარული. უშუალო. მოსიყვარულე. გონებამახვილი. მიზანდასახული. ჩამოთვლილი სიტყვები ლიზა ბევირს აღწერს _ საერთაშორისო ორატორი, ბესტსელერების ავტორი და თანამფლობელი სატელევიზიო პროგრამა “The Messenger”-ის, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა. თავისი გამორჩეული სტილით, ლიზა ხალხს ღმერთის სიტყვასთან ერთად საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს, რათა მათ ცხოვრებაში თავისუფლება და განახლება მოვიდეს. როგორც სამართლიანობის ქომაგი, ის სხვებსაც მოუწოდებს, რომ იყვნენ პასუხნი სასოწარკვეთილთა პრობლემებზე მათ ირგვლივ არსებულ სამყაროში. საყვარელი მეუღლის, ჯონ ბევირის, ოთხი ვაჟის, მომხიბვლელი რძლის და გასაოცარი შვილიშვილების გვერდით ყოფნა მისთვის ბედნიერებაა.

შესაძლებელია გადმოტვირთვა ელ-ფოსტა ლიზა ბევირი