მიმდინარე ენა: ka ქართული

ენები

მთავარი - ჩვენს შესახებ

Cloud Library ჩვენს შესახებ

Messenger International-ის უცვლელი გლობალური მიზანია ეს სასწავლო რესურსები ხელმისაწვდომი გახადოს ხუცესების და ლიდერებისთვის მათი ადგილსამყოფელის და ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. Cloud Library სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ეს გახლავთ საერთაშორისო ქსელი, რომელიც თარგმნილი მასალის უსასყიდლოდ გადმოწერის და მოსმენის საშუალებას იძლევა.

ჩვენი მიზანია აღნიშნული რესურსები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ენაზე, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მსოფლიო პოპულაციის 98%-ს მივწვდეთ. Cloud Library ამ მიზნისკენ მიმავალი გზაა. რატომ? იმიტომ, რომ ვირტუალური რესურსები შესაძლებელია გავრცელდეს და გაიგზავნოს გაცილებით სწრაფად, ვიდრე ფიზიკური რესურსები. იმედი გვაქვს, კმაყოფილი დარჩებით.

შემქმნელებისგან

იესომ დაგვავალა არა მხოლოდ ვიქადაგოთ სახარება, არამედ ხალხიც დავიმოწაფოთ. აქ წარმოდგენილი რესურსები დაგეხმარებათ გახდეთ ქრისტეს მოწაფე. ჩვენ შრომას ვდებთ თქვენს განსწავლაში, რადგან გვჯერა თქვენი და თქვენი შესაძლებლობების, რომ ღვთის მადლით შეძლებთ შეცვალოთ სამყარო. ღმერთმა სიდიადე თითოეულ თქვენგანში ჩადო და მას სწყურია, რომ პირადად და ახლოს გიცნობდეთ. მოცემული მასალა ღმერთთან დაახლოებაში დაგეხმარებათ. რამდენადაც გააღრმავებთ თქვენს ურთიერთობას ქრისტესთან, მით მეტად გარდაიქმნებით მისი სიტყვის ძალის მეშვეობით.

ღმერთმა შეგქმნათ მიზნისთვის, რომელიც განუმეორებელია და უშუალოდ თქვენს უნარებს და გავლენის სფეროს შეესაბამება. მოგიწოდებთ, რომ სრულად გამოიკვლიოთ ყველაფერი, რაც ღმერთს თქვენთვის აქვს განსაზღვრული. ვლოცულობთ, რომ აქ წარმოდგენილი მასალა სათანადოდ მოგემსახუროთ აღმოჩენებით აღსავსე ქრისტიანული გზის გავლაში.

იყავით კურთხეულები,

ჯონ და ლიზა ბევირები

მიზნის მხარდაჭერა

თქვენს გულშიც აგიზგიზდა ძლიერი სურვილი, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცხოვრების გარდამქმნელი რესურსები მთელი დედამიწის მასშტაბით გავრცელდეს? თუ გსურთ, რომ Cloud Library-ის მისიას მხარი დაუჭიროთ, მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: getinvolved@cloudlibrary.org. წინასწარ მადლობას გიხდით თქვენი ლოცვისა და მხარდაჭერისთვის.